მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ გახარიას სერიოზულად უმრავლესობაც ვეღარ აღიქვამს. გახარია უნდა წავიდეს...

“ გახარიას სერიოზულად უმრავლესობაც ვეღარ აღიქვამს. გახარია უნდა წავიდეს და გახარია აუცილებლად წავა” – გიგი უგულავა

Published on

სადამდე მივა ოპოზიციონერი ლიდერების გამოკითხვების პროცესი და სად ჩანს ფინალი?!

ამ პროცესს ფინალი არ აქვს. ეს არის გამოგონილი პროცესი, გამოგონილია მანამდე, სანამ აქტუალურია, ცხელია 20 ივნისის ტრაგედია. ეს ტრაგედია მსგავსად წინამორბედი ტრაგედიებისა, არ დაკარგავს აქტუალობას, ამიტომ ტყუილად აქვს ხელისუფლებას იმის ილუზია, რომ ეს რამენაირად გაიწოვება.

არა, პირიქით, რაც უფრო დიდხანს და რაც უფრო შორს გაწელავს გახარიას არგადაყენების ზამბარას ივანიშვილი, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირში.

ამიტომ მე არ ველოდები, რომ რაიმე არსებითი იქნება, თუ ივანიშვილმა არ მიიღო გადაწყვეტილება, უბრალოდ, ჩაატაროს პოლიტიკური რეპრესიები215 მუხლით, რაც სახელწმიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას გულისხმობს, სამი საქმეა აღძრული.

არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ამ ფონზე გახარიას საუბარი ინგა გრიგოლიას გადაცემის შემდეგ, სერიოზულად აღარ უნდა აღვიქვათ. ეს იყო ჯიბრში ჩამდგარი, უტიფარი, შეშინებული ადამიანის საუბარი. მე მაგას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მეტსაც გეტყვით, გახარიას სერიოზულად უმრავლესობაც ვერ აღიქვამს. უმრავლესობის უმრავლესობა დღეს ხელს მოაწერდა იმას, რომ გახარია წავიდეს და უმრავლესობის გარკვეული ნაწილი თანახმაა იმაზე, რომ გახარიამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იტვირთოს. გახარია უნდა წავიდეს და გახარია აუცილებლად წავა.  – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ისაუბრა. 
22 ივლისი, 2019

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...