CHRISTIAN BRETONIS მაღალი ხარისხის პროდუქციის პრეზენტაცია ზუგდიდში [Video]

0
1224

სააფთიაქო ქსელმა ჯპს-იმ ზუგდიდელ ქალბატონებს ულამაზეს გარემოში უმასპინძლა, სადაც ფრანგული პრემიუმ კლასის ბრენდის CHRISTIAN BRETONIS მაღალი ხარისხის პროდუქციის პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, „კრისტიან ბრეტონი“ კოსმეტოლოგიური მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია და რაც მთავარია, აღნიშნული ბრენდის პროდუქციის შეძენა ქალბატონებს ჯპს-ის ზუგდიდის ფილიალებში შეუძლიათ. ღონისძიებაზე მისულ ქალბატონებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ, რამდენიმე მათგანი გათამაშების გამარჯვებული გახდა, თუმცა არცერთი სტუმარი არ დარჩენილა საჩუქრების გარეშე და ყველას „კრისტიან ბრეტონი“ სასაჩუქრე პაკეტი გადაეცათ. „კრისტიან ბრეტონი“ ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომლის ისტორია 1960 წლიდან იწყება. „კრისტიან ბრეტონის“ მომხმარებლები არიან ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბიონსე, სელინ დიონი და სხვები. საქართველოში „კრისტიან ბრეტონის“ პროდუქციის შეძენა ჯპს ყველა სააფთიაქო ქსელში არის შესაძლებელი.

წინა სტატიანოდარ მელაძე: ,,მმართველი პარტია ახორციელებს ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას”
შემდეგი სტატიაეთნო სოფელი „სისა ტურა“ სტუმრებს უგზოობის გამო ვერ იღებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური