Published on

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კომენტარს განმარტებას აკეთებს, მინისტრის თქმით, განაკლიის პროექტთან დაკავშირებით კონსორციუმისა და მსოფლიო ბანკების მხრიდან პროგრესი არ არის. მისივე თქმით, სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან.

„ჩვენ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას დავეთანხმეთ, რომელიც იყო დაყენებული მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებისა და კონსორციუმის მხრიდან, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა. ჩვენ გადავადებული გვაქვს ვალდებულებების შესრულების თარიღი წლის ბოლომდე. გარდა ამისა, არის ეტაპობრივი თარიღები და ვადები. მაგალითად: 15 აგვისტოს უკვე ველოდებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და სამშენებლო კომპანიას შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტს. 15 ოქტობრისთვის ველოდებით წინასწარ პირობებს ბანკებიდან და ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართება. თუმცა, სიფრთხილითაც უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგანაც საკმაოდ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბანკებთან მოლაპარაკება გვქონდა და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჯერჯერობით დიდი პროგრესი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან არ ჩანს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

სიახლეები

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...