მთავარისიახლეებიპოლიტიკაფანტომასი ბობოქრობს - რუსთავი 2- ში საერთაშორისო მენეჯერებს იწვევენ, ოქრუაშვილს სასამართლოში უჩივიან

ფანტომასი ბობოქრობს – რუსთავი 2- ში საერთაშორისო მენეჯერებს იწვევენ, ოქრუაშვილს სასამართლოში უჩივიან

Published on

დღეს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პროკურატურაში ოქრუაშვილის წინააღმდეგ განცხადებას შეიტანს. განცხადებას უწყებაში ადვოკატი ნინო ბარაჩაშვილი ჩააბარებს. – ნათქვამია რუსთავი 2-ის მიერ თავის წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს, 19 ივლისს, თბილისის საქალო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით  სარჩელი შევიდა.  ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.

ოქრუაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, ჯერ კიდევ 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო და თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს. სარჩელი ოქრუაშვილის ადვოკატმა შეიტანა. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...