ირაკლი ოქრუაშვილი: მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას

0
592

მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას, ქართულ სასამართლოში სარჩელის შეტანის მეშვეობით, – ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა,  ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ შეიტანა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სარჩელი პარიზის ან ლონდონის სასამართლოებში.

„ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი, ჩემთვის ეს არის პოლიტიკური პროცესი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ შევიტანე – ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა, ეს დავა და ეს სარჩელი და იქ მედავა, არ იქნებოდა ამ საქმისთვის მარტივი პოლიტიკური ჭრილის შეძენა. ჩემთვის ახლა ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყნის მმართველი. მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას, ქართულ სასამართლოში სარჩელის შეტანის მეშვეობით, რომ გაირკვეს ამ ქვეყანას მომავალი აქვს თუ არ აქვს. ლონდონში დავას ამ საკითხზე დავასრულებდი რვა წლის მერე და შეიძლება არსებითი აღარ ყოფილიყო. ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ „რუსთავი 2“-ი პოლიტიკური იარაღი არ არის ჩემთვის, ივანიშვილისთვის კი არის“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში განცხადება შეიტანა. მისი ადვოკატის თქმით, მოთხოვნის და სარჩელის სასამართლოში შეტანის საფუძველს ირაკლი ოქრუაშვილს 2010 წელს ბერლინში ქიბარ ხალვაშთან დადებული შეთანხმება აძლევს, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის მფლობელთან აფილირებული პირი გახდა. მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ რუსთავი 2-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით.

წინა სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: 2003 წლის მთელი კამპანია, ვარდების რევოლუციის ჩათვლით, მე დავაფინანსე
შემდეგი სტატია“ქიბარ ხალვაში საკუთარ თავს წარმოადგენს თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას?” – თამარ კინწურაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური