ირაკლი ოქრუაშვილი: 2003 წლის მთელი კამპანია, ვარდების რევოლუციის ჩათვლით, მე დავაფინანსე

0
439

ირაკლი ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. იგი გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მისი  მოთხოვნა  “რუსთავი 2”-ში ხალვაშისა და “შპს პანორამას” წილებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. 

„ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი გავასაჩივროთ განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე, ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადი წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს განცხადება თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა მის მიმართ არსებულ არაერთ კითხვას, რომელიც გაისმის როგორც მოწინააღმდეგეების, ისე გულშემატკივრების მხრიდან.

„თუ წართმევას ჰქონდა ადგილი, რაში აიღო 1,2 მილიონი ნაღდი ფული დვალმა და აქიმიძემ და კომპანია „ჯორჯიან ონლაინის“ 10% უსასყიდლოდ?“- განაცხადა ოქრუაშვილმა. პასუხად ყოფილიმფლობელების განცხადებაზე, რომ მათ რუსთავი 2 სახელმწიფომ წაართვა.

ირაკლი ოქრუაშვილმა იმ ჩვენებაზე ისაუბრა, რომელშიც ის აღიარებდა, რომ დვალსა და აქიმიძეს რუსთავი2-ის წილები ხელისუფლების ზეწოლით ჩამოერთვა და ის ერთ-ერთი მოქმედი პირი იყო. აქვე მან ახალი ინტრიგაც ჩამოაგდო: ოქრუაშვილის თქმით, მისი ჩვენება, რომელზეც აპელირებენ დვალიდა აქიმიძე, ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყო: – “მე დავიწყე ურთიერთობის გარკვევა და დალაგება ივანიშვილთან, რომ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, მინიმუმ ხელი რომ არ შეეშალათ“- განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი თქმით მასა და ივანიშვილს შორის შუამავალი იყო უსუფაშვილი. ოქრუაშვილის თქმით, ივანიშვილისგან მას გადასცეს, რომ შოთაძე დაუკავშირდებოდა და დეტალებზე დაელაპარაკებოდა. ოქრუაშვილის თქმით, იმ ჩვენების მიცემა, რომელიც ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა, სწორედ ამ გარიგების შედეგი იყო.

„სიადან ჩაუვარდა დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი? ე,ი პროკურატურამ მისცა.”- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით , თუ საიდან ქონდა მას ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, რომ რუსთავი2-ის წილების შეძენა შეძლო:
„თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს 1 მლნ 200 ათასი რა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მე მქონდა, დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა“.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, 2003 წლის ვარდების რევოლუციაც სწორედ მისი დაფინანსებულია.

„2003 წელს კონსპირაციების თეორიებს რომ აწყობთ და იძახით, რომ სოროსმა დააფინანსა ან ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ.“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის უფლებადამცველმა სასამართლოს წინა კვირას მიმართა. მოთხოვნის საფუძველი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის, 2010 წელს ბერლინში გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში რ2-ის მხოლოდ ფორმალური მმართველია და აცხადებენ, რომ ეს ექსპერტიზის სამმა დასკვნამ დაადასატურა.

წინა სტატიაფანტომასი ბობოქრობს – რუსთავი 2- ში საერთაშორისო მენეჯერებს იწვევენ, ოქრუაშვილს სასამართლოში უჩივიან
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური