0
478

რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტების მოთხოვნას, არხის მფლობელს მიეცა მათთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები, “ახირება, დესტრუქციულ ამოცანა და კაპრიზები” უწოდა. ხალვაში ავრცელებს განცხადებას, რომ გეგმავს სასწრაფოდ მოიწვიოს საერთაშორისო მენეჯერები, რომელნიც განსაზღვრავენ არხის მენეჯმენტს და უკვე უკვე დაიწყო კადრების მოძიება.

ხალვაშის განცხადებას, რომელშიც იგი ღიად უპირისპირდება რუსთავი 2 – ის გუნდს, არასამთავრობო ორგანიზაციებში ეხმაურებიან.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადებიდან იმის გაგება, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს, მოულოდნელი არ ყოფილა. ბენიძე ასევე, ამბობს, რომ დღეს გავრცელებული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებებთან, რომელიც ირწმუნება, რომ სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება.

„ძალიან მოულოდნელი არ იქნება, რომ მას არ მოსწონს სარედაქციო პოლიტიკა, იმიტომ, რომ მანამდეც არ მოსწონდა და როგორც ახლა, ამ ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ კრიტიკული არის პირადად მისდამიც ასევე, ტელევიზია და ბუნებრივია ალბათ, რომ ეს გარკვეულწილად მას არ მოსწონს. როდესაც საუბარი არის ასევე, ბატონი სალიას მხრიდან, რომ ისინი არიან თავად გარანტი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის და მათ უნდა ენდოთ სიტყვაზე ჟურნალისტები, მე არ ვიცი და ვერ ვხედავ, მათ შორის, ამ განცხადებიდან, რაც დღეს წავიკითხეთ, რომ ეს გარანტიები არსებობს. მაგრამ შევხედავთ, მოვლენების განვითარებას, ალბათ, ყველაზე კარგად გამოჩნდება, თუ რა მიმართულებას აირჩევს ამ შემთხვევაში, მფლობელი. ახლა ის საუბრობს, საერთაშორისო მენეჯმენტზე, კეთილი ნების შემთხვევაში, შესაძლებელია ისეთი საერთაშორისო მენეჯერების მოძებნა, რომელიც უზრუნველყოფდა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და ჟურნალისტების შეუფერხებელ მუშაობას, თუმცა, რა არჩევანს გააკეთებს, ამას ალბათ, დავინახავთ,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, სულხან სალაძე ეჭვობს, რომ აღნიშნული ტექსტი არა ქიბარ ხალვაშის, არამედ ხელისუფლებასთან აფილირებული პირების დაწერილია

„მე ვეჭვობ, რომ ქიბარ ხალვაშის დაწერილი განცხადება იყოს. შეიძლება რაღაც საკითხები კი ბატონო, მაგრამ მთლიანობაში ამ განცხადების სულისკვეთება და არსი, მე მგონია, რომ არ არის მისი დაწერილი, ალბათ, სადღაც სხვაგან მომზადებული განცხადება ან ხელისუფლებასთან აფილირებული ან დაკავშირებული რაიმე ჯგუფების მიერ მომზადებული, ის, ხომ არავის არ სჯერა, რომ ქიბარ ხალვაშმა საქართველომ დამოუკიდებლად მიაღწია წარმატებას სასამარლო ინსტანციებში, ამაზე ძალიან ცალსახად შეიძლება ვისაუბროთ, მარტივი კითხვები დავსვათ, მაშინ იგივე ტიპის დავებზე, იგივე მუხლთან სამოქალაქო კოდექსის, რატომ წლებია არ იხილება საქმეები საქართველოს სასამართლო ინსტანციებში, როდესაც “რუსთავი 2”-ის საქმემ მოიარა ყველა ინსტანცია, უზენაესი სასამართლო, დიდი პალატა, სტრასბურგი და უკვე აღსრულდა ძალიან სწრაფად. ამ ფონზე, მხოლოდ მისი მხრიდან ეს არ იყო „მოგებული“ ბრძოლა „რუსთავი 2“-ისთვის, აქ, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული დახმარება სხვადასხვა ჯგუფების მიერ,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

წინა სტატიაქიბარ ხალვაში: “სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას. ვეძებ ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს, რომელიც ტელევიზიას ჩაიბარებს”
შემდეგი სტატია,,არ მაინტერესებს!” – პრეზიდენტის სეფე სიტყვა რუსთავი 2 -ში მიმდინარე პროცესების შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური