მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ქალთა ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

ზუგდიდში ქალთა ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს [Video]

Published on

ზუგდიდის ტექნოპარკში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ორდღიანია და მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ე ფორუმის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტიაში ქალების ჩართულობისა და შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა

ფორუმი, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა.

ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ფორუმი სამეგრელოს რეგიონის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების გაძლიერებასა და აქტიურ ჩართულობას ემსახურება. ყველაზე წარმატებული ამ მხრივ სამეგრელოს რეგიონია- განმარტავს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ია თაბაგარი. ასევე ფორუმის მნიშვნელობაზე და მთავარ მიზანზე საუბრობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომუნიკაციების სპეციალისტი გვანცა ასათიანი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, იენ რატილაინენმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ფორუმის ჩატარება ხელს უწყობს მცირე ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებულ ქალების მსგავსად სხვა ქალების წახალისებას.

ზუგდიდელი მეწარმის ნანა ფიფიას თქმით, ფორუმზე მიღებული ინფორმაციები და ახალი კონტაქტები, მის საქმიანობაზე დადებითად აისახება.

ფორუმს ქალაქის მერი გიორგი შენგელია ესწრებოდა, მისი განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან ქალი ბიზნესმენების წახალისება მოხდება.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...