მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის” - დავით დვალი

,,ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის” – დავით დვალი

Published on

,,უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის. ცოტა ადრეა ოღონდ. ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის. – წერს დღეს რუსთავი 2 – ის ერთერთი დამფუძნებელი დავით დვალი საკუთარ Facebook გვერდზე . – მისი განწყობა აშკარად შეცვლილია:

გუშინ მან რუსთავი 2-ის  თანადამფუძნებელთან ჯარჯი აქიმიძესთან ერთად ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცა:

“ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია… სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, — აღნიშნულია აქიმიძისა და დვალის საერთო განცხადებაში.

ეს განცხადება გაკეთდა მანამ, სანამ ნიკა გვარამიას ადგილზე პაატა სალიას დანიშნავდნენ. მაგრამ თუ ამ განცხადებას დავეყრდნობით, სადაც ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კომპანიის დამფუძნელები სწორედ ისინი არიან, სავარაუდოდ დღის ბოლოს შეცვლილი სიტუაციით მაინცდამაინც კამყოფილნი არ უნდა იყვნენ.

საქმე ისაა, რომ რუსთავი2-ის საქმეზე დავის დაწყებისთანავე არსებობდა პირობა, რომ კომპანიის მიკუთვნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით დვალს დანიშნავდა, ეს პირობა არ შესრულდა.

ამ პოსტზე ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა. სალია ვერ ასახელებს მიზეზს, რის გამოც ახალმა მეპატრონემ დირექტორად სწორედ ის შეარჩია, დვალთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან კომუნიკაცია ვერ მოესწრო:

“რაც შეეხება დვალს და აქიმიძეს გუშინ ავხსენი, რომ მათთან კომუნიკაცია არ გვქონია ეს პერიოდი, რადგან სტრასბურგის სასამართლოში იყო ეს პერიოდი დავა. როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაშსაც არ ქონია კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდში. ეგ ნომერ პირველ ამოცანად მე ვთხოვე, თვითონაც აცნობიერებს და იცის, რომ ერთ-ერთი პირველი ამოცანაა შეხვდეს ამ ადამიანებს , ისაუბრონ და გაერკვნენ რას ვაპირებთ. დრო გამოაჩენს ყველაფერს.

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...