მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობოები უერთდებიან რუსთავი 2 - ის შეთავაზებას ხალვაშისადმი შეიქმნას არხის...

არასამთავრობოები უერთდებიან რუსთავი 2 – ის შეთავაზებას ხალვაშისადმი შეიქმნას არხის საზოგადოებრივი საბჭო

Published on

“რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელისთვის, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი ტესტი, არხის სარედაქციო პოლიტიკის დასაცავად – არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ექსპერტები მზად არიან იყვნენ გარანტი, არხის დამოუკიდებლობის.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს მექანიზმი ჟურნალისტებს პოლიტიკური მოტივებით მიღებული შესაძლო ჩარევებისგან დაიცავს, რაც ახალი მენეჯმენტის პირობებში, რეალური საფრთხეა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ თუ არხის ახალი მფლობელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას რეალურად არ გეგმავს, მას შეუძლია საბჭოს შექმნას დათანხმდეს.

„ეს მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და ერთგვარად პასუხიც იქნება იმაზე, მას რეალურად რა სურს, სურს სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა, შეცვლა, რის ეჭვიც სამართლიანად არსებობს, თუ ის ტოვებს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მისთვის, “რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლა იყო მართლაც დაკარგული ბიზნესისთვის ბრძოლა,“ – განაცხადა მშვენიერაძემ.

ბორდის იდეას დადებითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. ის ამბობს, რომ თუ აღნიშნული ინიციატივა განხორციელდება, შესაძლებელი იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

„თუ ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით დათანხმება იქნება, ცხადია, მე ამ ბორდში შევალ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი აქ არის თვითონ ბორდის იდეაა და მე მგონი, ეს ახალმა მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რა თქმა უნდა და ამაზე უნდა დაფიქრდეს,“ – განაცხადა გიგაურმა.

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...