1500 კაციანი ტრაპეზი ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში [Video]

0
3114

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძრის ეზოში ამ წუთებში ტრაპეზი მიმდინარეობს. სუფრა 1500 ადამიანზეა გაშლილი.

ტრაპეზს ესწრებიან სხვადასხვა ეპარქიების სამღვდელოების წარმომადგენლები, მათი მასპინძელია ზუგდიდ – ცაიშის ეპარქიის ქორეპისკოპოსი მეუფე გერასიმე.როგორც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ,,ოდიში ნიუსის” ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა, ტრაპეზი იმართება ზუგდიდელის ბიზნესმენის გიორგი ბერიშვილის შემოწირულობის ხარჯზე და გათვლილია სოციალურად დაუცველ პირებზე, თუმცა სუფრასთან სოციალურად დაუცველებს ჭარბობენ თავად სამღვდელოების წარმომადგენლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, მმართველი პარტიის მხარდამჭერები.

ამავე დროს ტაძრის ეზოში გროვდება ხელმოწერები სამღვდელოებისა და მრევლის პეტიციაზე, რომელიც ერთი თვის ვადაში წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას – პეტიცია მიმართულია ლგბტ თემის უფლებების დაცვის საფარქვეშ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აღკვეთაზე. ხელმოწერებს საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” აგროვებს. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის პარალელურად ისინი ითხოვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობიდან ისეთი ტერმინების ამოღებას, რგორიცაა: “გენდერული იდენტობა და გამოხატვა” და “სექსუალური ორიენტაცია”.

როგორც პეტიციის საინიციატივო ჯგუფის წევრები განმარტავენ, ხელმოწერების შეგროვება ზუგდიდიდან დაიწყო და პარალელურად წარიმართება საქართველოს სხვა ეპარქიებშიც.

წინა სტატიანიკა გვარამია: ,,მე რუსთავი2- დან გავედი გამარჯვებული. ამ არხმა დაანგრია და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე”
შემდეგი სტატია,,ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის” – დავით დვალი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური