მთავარისიახლეებისაზოგადოებატროლების, ფეიკებისა და საჯარო მოხელეების შემოსევა - ,,ოდიში ნიუსი''...

ტროლების, ფეიკებისა და საჯარო მოხელეების შემოსევა – ,,ოდიში ნიუსი” უცენზურო კომენტარებსაც არ შლის. დარჩეს მათ პატარა ბიოგრაფიას

Published on

“რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ Facebook-ზე გამოჩდნენ სახელისუფლებო ტროლები, რომლებიც რეალური სახელისა და გვარის მითითების გარეშე მოქმედებდნენ.

დარტყმის ობიექტი გაერთიანებული ოპოზიცია და ოპოზიციური მედიაა , მათშორის ტელერადიოკომპანია ,,ოდიშიც”’. ეს უკანასკნელი უცენზურო კომენტარებსაც არ შლის. დარჩეს უახლოეს ისტორიას, ამასთან შეურაცხმყოფელი კომენტარები ადრესატს კი არა, თავად კომენტარების ავტორებს შეურაცხყოფს.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ოფიციალური გვერდების ,, ორეულებს”, სოციალურ ქსელში გააქტიურდა ფეიკ გვერდი – “გაერთიანებული ოპოზიცია”, რომელსაც “ძალა ერთობაშიასთან” კავშირი არ აქვს.

გვერდზე ევროსასამართლოს იმ მოსამართლეების სურათია დადებული, რომელმას R2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. გვერდის ავტორი ფოტოს კომენტარს ურთავს, რომ “მემგონი ყველაფერი ნათელია!” ფოტოს შინაარსი კი ასეთია, რომ თითქოს მოსამართლეებს გადაწყვეტილების მიღებისთვის 7 000 000 – დან 18 000 000 -მდე $ გადაუხადეს.

სტატუსს კი იწონებენ ტროლები სახელად “მაფიოზი ბანანა”, “კარა მერი”, “ჯაბა თბილისელი”, “ირაკლი ირაკლი” ვინმე “გ.ბ” და სხვა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

“მე არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. სანამ დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება”- თქვა გუშინ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...