მთავარისიახლეებიპოლიტიკატრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს

Published on

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

როგორც მისი ადვოკატი ზურაბ თოდუა აღნიშნავს, სუსლიაკმა უკვე დატოვა პენიტენციალური დაწესებულება.

ადვოკატის ინფორმაციითვე, საქართველოს პროკურატურამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით აღნიშნული საქმე უკრაინის პროკურატურაში გადაგზავნა.

პროკურორის განცხადებით, იმის გამო, რომ საქმის გამოძიება საქართველოში შეუძლებელია, ის გამოსაძიებლად უკრაინის პროკურატურას გადაეცა. ბრალდების მხარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით ორჯერ მიმართეს, დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღიათ.

საქმის ფალსიფიცირებაზე და ზეწოლაზე საუბრობს თავად იულია სუსლიაკი. მისი თქმით, საქმით სარგებლის მიღებას კონკრეტული პირები ცდილობენ. 

„ჩემი საქმე სრული ფაბრიკაციაა და მე ვიცი, ვინ გააყალბა ეს საქმე, მათი სახელებიც კი ვიცი და თუ გონს არ მოეგებიან, მაშინ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი. ყველაზე დიდი პრეტენზია გამომძიებელთან მაქვს. მე ბევრჯერ წავედი დათმობაზე ქართულ მხარესთან, ერთადერთი მიზნით, რომ სახლში ბავშვებთან გავეშვი. მთხოვდნენ ბრალის აღიარებას იმ ფონზე, რომ მე არ ვიცნობ ქართულ კანონმდებლობას, მიბიძგებდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, თან მიხსნიდნენ, რომ ამაში საშიში არაფერია. საბოლოოდ მივხვდი, რომ მათ უნდოდათ ჩემი ჩიხში შეყვანა,“ – განაცხადა სუსლიაკმა.

დაცვის ქვეშ მყოფის კიდევ ერთხელ დაკავებას არ გამორიცხავს ადვოკატი. უფლებადამცველი ამბობს, რომ არსებობს საშიშროება იულია სუსლიაკი საქართველოდან უკრაინაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაამგზავრონ. 

„იმის გამო, რომ მათ ვერაფერი მოიპოვეს მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს სიბინძურე არ უნდა გამოტანილიყო გარეთ ამათი მეცადინეობის შედეგად. ამ მიზეზით მათ მოიფიქრეს ახალი ფორმულარი, თითქოს უკრაინაში უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, რადგან ესენი ვერ ახერხებენ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე. ამ მიზნით შეცვალეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გუშინ მთელი დღე იყო კომუნიკაცია ჩემთან, გვავალდებულებდნენ, რომ შეგვეძინა ბილეთი კიევის რეისზე და არ გავაკეთეთ ჩვენ ეს. ახლა ეს ქალბატონი არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ამ წუთას, ჩემს ზურგს უკან 7-8 მამაკაცს, შსს-ს თანამშრომლებს, დავალება აქვთ სპეციალური მიღებული, რომ დააკავონ ეს ქალბატონი ხელახლა, ჩასვან თვითმფრინავში და გააგზავნონ უკრაინაში, ყველა ნორმის დარღვევით,“ – განაცხადა ადვოკატმა.

სამართალდამცველებმა იულია სუსლიაკი, არასრულწლოვნებით ვაჭრობის და ტრეფიკინგის ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...