მთავარისიახლეებისაზოგადოება"ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა" - სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია,...

“ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა” – სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, “რუსთავი2”-ის საქმეზე

Published on

“რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ეხმაურება. ის ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ იმედი გაუცრუა.  

ნონა წოწორია ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. 

„არ დავმალავ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება. ყოველთვის მივეკუთვნებოდი იმ მოსამართლეთა რიგს, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოსამართლეების, განსაკუთრებით მაღალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების როლი დემოკრატიის დაცვაში მდგომარეობს. ცალსახაა, რომ მე არ ვიქნებოდი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილე უმრავლესობის გვერდით.

„იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილების მიუხედავად ევროსასამართლო გააგრძელებს თავისი უპირველესი მისიის – წინ აღუდგეს ავტორიტარიზმს და ტოტალიტარიზმს – აღსრულებას. ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ცხოვრება და ბრძოლა გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...