ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შედის

0
333

“რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შედის.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა. ჯერ კიდევ 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო და თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ამ დოკუმენტს ყალბი უწოდა. სოციალურ ქსელში პოსტი, იმის შესახებ, რომ ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-ზე მოთხოვნას არ დათმობს – ორი დღის წინ, ჯერ კიდევ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებამდე გაავრცელა.

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here