,,ყველაფერი იწყება თავიდან. ჩვენ გავიმარჯვებთ” – რუსთავი 2 – ის წამყვანი სახეები

0
787

„რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


„დასასრულთან მიახლოება ყველაფერს აჩქარებს. წლობით ნაშენები გამოუსწორებლად ინგრევა.მაგრამ დასასრულს ვერ შეიგრძნობ.დასასრული არ არსებობს.ყველაფერი იწყება თავიდან !!!“- წერს მელაძე.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

ბედნიერი ვსქროლავ ჩემს ნიუს ფიდს, სადაც არანაირი ღვარძლი, არანაირი ქილიკი გუშინდელ დღეზე:)

ახლა რამდენიმე ამბავი, რაც ჩაიკარგა გუშინდელ ქაოსში.

1. ჩვენ, ევროპა ვერ დავარწმუნეთ რომ ეს არაა ”ორ სუბიექტს შორის დავა”.ეს იმას არ ნიშნავს რომ ევროპა ცუდია. არც იმას, რომ როდესმე რუსეთის ღირებულებები უფრო მისაღები გახდება. ჩემი აზრით მთავარი მიზანიც იმედგაცრუების მცდელობა იყო, რომელსაც ვერ მიიღებს რუსი მეზობელი.

2. ევროპა კი არა, ჩვენ მოქალაქეებსაც ვერ ვარწმუნებთ, რომ პრობლემა ოპოზიციური არხის არსებობაა და არა ნიკა. მიმტკიცებდნენ ნიკას მოხსნიან და ამით დამთავრდებაო და ძალიან მალე დარწმუნდებით, რომ ნიკას კი არა, ყველას მოხსნიან ვისი რიტორიკაც არ მოსწონდათ:) ამაში დასარწმუნებლად ნაბიჯები უკვე გადავდგით.

3. ეს ფილმი უკვე ნანახი მაქვს, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა ისაა, რომ მაშინ არ მქონდა ფეისბუქი თითქმის ნახევარი მილიონი გამომწერით. (გადაცემის გვერდსაც ვგულისხმობ) დღეს თავისუფალი სიტყვის დახშობა წარმოუდგენელია. სადღაც მაინც ამოვხეთქავთ, ზუსტად ის ხალხი, ვინც თქვენ ძალიან გიყვართ.

5. ჰო, მართლა, წავიკითხე მოსაზრება რომ თურმე სალია არხზე არ უნდა შემოგვეშვა და უკაცრავად, არხი რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს კანონების და დასავლური სტანდარტების დარღვევისთვის ქოცივით არასოდეს მოიქცევა.

მადლობა უნდა გითხრათ ყველა თბილი სიტყვისთვის. იმდენი ხართ დავრწმუნდი გაბოროტებული ადამიანების სიმცირეში❤️

ძალიან ლაკონურია, მაგრამ ყოვლისმთქმელი თამარ ბაღაშვილის სტატუსი: ,,ჩვენ გავიმარჯვებთ!”

წინა სტატიარომ გაიგო, რა თქვა დვალმა?
შემდეგი სტატიაძლიერი მიწისძვრა ათენში – მოსახლეობა და ტურისტები პანიკამ მოიცვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური