მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა სალია რუსთავი 2 - ის ფინანსურ დირექტორს შეხვდა

პაატა სალია რუსთავი 2 – ის ფინანსურ დირექტორს შეხვდა

Published on

რუსთავი 2-ის ახლად დანიშნული დირექტორი, პაატა სალია არხის ფინანსურ დირექტორს შეხვდა. 

როგორც თავად, მას არხის ფინანსური მდგომარეობა აინტერესებს. 

ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორის, ირაკლი ნიჟარაძის თქმით, პაატა სალიას საშუალება მიეცემა, ამ ინფორმაციას გაეცნოს. 

“მე მას უბრალოდ ვუთხარი, იმ კორპორატიული კულტურის შესახებ,რომელიც ამ კომპანიაშია და თითოეული თანამშრომელი გრძნობს. მას აინტერესებს არხის ფინანსური მდგომარეობა და დროთა განმავლობაში გაეცნობა. ეს ინფორმაცია მისთვის იქნება ხელმისაწვდომი”, – თქვა ირაკლი ნიჟარაძემ. 

პაატა სალია ასევე შეხვდა რუსთავი 2-ის თანამშრომლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ასევე გეგმავს შეხვდეს ყველა თანამშრომელს და ხელმძღვანელ პირს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...