მთავარისიახლეებიპოლიტიკაკურტ ვოლკერი: არხს თავს პოლიტიკური მიზეზებით არ უნდა ესხმოდნენ

კურტ ვოლკერი: არხს თავს პოლიტიკური მიზეზებით არ უნდა ესხმოდნენ

Published on

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოლკერი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ვოლკერი ,,ამერიკის ხმაში”აცხადებს, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, მიჰყვე კანონის უზენაესობის პრინციპს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოსთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  

“საკუთრების საკითხის განხილვისას, კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა მიჰყვე. ამას, რა თქმა უნდა, შედეგები ექნება, მაგრამ კანონის უზენაესობის პრინციპს უნდა მიჰყვე. მეორეა, რომ საქართველოსთვის ან ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა. წარმატებული დემოკრატია ვერ გექნება, თუ მთელ ინფორმაციას ერთი მხარე და ერთი თვალსაზრისი აკონტროლებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს, ეს არ ცვლის საქართველოსთვის დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და თუ რეალობა ასეთი არაა, მაშინ რამე სხვა უნდა შეიქმნას,”- ამბობს ვოლკერი. 

კურტ ვოლკერის თქმით, არხს თავს პოლიტიკური მიზეზებით არ უნდა ესხმოდნენ. მისი თქმით, კანონის უზენაესობა და სამართლიანობა ერთი საკითხია, თუმცა თუ პოლიტიკურ მოტივაციას აქვს ადგილი, ეს განსხვავებული თემაა და ასე არ უნდა ხდებოდეს. 

“დაიცავით კანონის უზენაესობა ყველა შემთხვევაში და ყველასთვის თანაბრად. იმუშავეთ ბევრი თავისუფალი ინფორმაციისა და მედია სივრცის შესანარჩუნებლად და გამოჰყავით ეს პოლიტიკური შეჯიბრიდან. ყველა ქართველის ინტერესშია, იქნება ეს ქართული ოცნებისა, თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. როლები იცვლება. ერთ დღესაც ქართული ოცნება ოპოციზიაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე. ყველამ ამ გარემოს შექმნისკენ უნდა იმუშაოს,”- ამობს კურტ ვოლკერი. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...