მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა [Video]

Published on

ზუგდიდში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის წარმომადგენლებმა დისკუსია გამართეს, რომელიც ეხებოდა ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობიანი ურთიერთობის ხელშეწყობას. როგორც ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგეშიძე განმარტავს, პროექტი „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად ორად გახლეჩილ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას. მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი ნათია ჭანკვეტაძე აღნიშნავს, რომ იგი კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე მუშაობს და ფიქრობს, რომ ამ საკითხებზე თეორიული კუთხით მუშაობაზე უფრო პრაქტიკული მუშაობაა შედეგის მომცემი. აღნიშნული შეხვედრა პროექტ „კონფლიქტის ტრანსფორმაცის ხელშეწყობის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ფინანსური დახმარება ამერიკულმა ფონდმა The National Endowment for Democracy გაუწია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...