მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ აქვს მნიშვნელობა რა სახელით და რა ფორმით, მაგრამ რუსთავი2 აუცილებლად...

არ აქვს მნიშვნელობა რა სახელით და რა ფორმით, მაგრამ რუსთავი2 აუცილებლად იმაუწყებლებს და გააცილებს ივანიშვილს სახლისკენ -ოპოზიციური პარტიების ბრიფინგი პარლამენტის წინ

Published on

ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთავი2-ის საქმეზე პარლამენტის წინ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, თავისუფალი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც ოპოზიციის ხმას მნიშნელოვნად ასუსტებს. ვაშაძის თქმით, სასოწარკვეთის მიზეზი არ არსებობს, საპარლამენტო არჩევნებზე საკადრისი პასუხი გაეცემა ხელისუფლებას და ტელევიზია ისევ დაუბრუნდება ხალხს.


„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, რუსთავი2 ამჟამად ოკუპირებულია, თუმცა ამ ტელევიზიას ამაზე რთული პერიოდები გამოუვლია.

„კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციას ეჭვი არ შეაქვს სტრასბურგის სასამრთლოს კომპეტენტურობაში. მისი თქმით, ევროპული სასამართლოებისთვის წარმოუდგენელია ის რომ ქართული მართლმსაჯულება „ქვის ხანაშია.“ ჩარკვიანის თქმით, სწორედ დღესაა გაერთიანებისა და ძალების კონსოლიდაციის დრო, რათა ქვეყანას ოლიგარქი ჩამოშორდეს და გათავისუფლდეს.

„რესპუბლიკელების“ ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, ციფრულ ეპოქაში თავისუფალ მედიას ხელისუფლება ვერ შეებრძოლება. ხელისუფლების ეს მცდელობა რომ დახუროს რ2 ვერ უზრუნველყოფს იმას რომ დახუროს ქართველი ხალხის არჩევანი, როცა ჭარბი ნდობა იქცა უნდობლობად მისი ყოველი ნაბიჯი იქნება მორიგი შეცდომა. „არ გაუვა არავის ბრძოლა თავისუფლებასთან“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლდიერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, რუსთავი2 ნამდვილად არაა კამერა, ლოგო და კომპიუტერები, „რუსთავი2 არის თავისუფალი სული რომელიც მათშია. ჩვენ არ ვახდენთ სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზიას, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ბრძოლის ხაზი ახლა რუსთავი2-ზე გადის. ივანიშვილი უშვებს შეცდომებს, რომელსაც უშვებს ყველა აგონიაში მყოფი რეჟიმი. რუსთავი2 არ აქვს მნიშვნელობა რა სახელით და რა ფორმით აუცილებლად იმაუწყებლებს და გააცილებს ივანიშვილს სახლისკენ.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...