მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე''. - მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2 - ის...

,,ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე”. – მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2 – ის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ეხმაურება

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს . 

,,ახლა არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება და მოდი გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. 

ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ ხელში არ უნდა ჩაიგდონ საქართველო.

ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვიდგებით ერთად და მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ”– აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...