მთავარისიახლეებიპოლიტიკასტრასბურგის სასამართლოს დადგენილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდება ....

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდება . “ჩვენ ვაპირებთ ზეიმს” – აცხადებს ნიკა გვარამია

Published on

დღეს, თბილისის დროით ზუსტად 12:00 საათზე სტრასბურგის სასამართლო გამოაქვეყნებს დადგენილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. სასამართლოს მთავარი მიზანია დაადგინოს დაირღვა თუ არა “რუსთავი 2”-ის და მისი მფლობელების უფლებები ქართულ სასამართლოებში.

მმართველი გუნდი უკვე დიდი ხანია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ცდილობს საზოგადოებაში შექმნას მცდარი აზრი თითქოს დღეს “რუსთავი 2” დამარცხდება ევროპულ სასამართლოში და ის ქიბარ ხალვაშს გადაეცემა. თუმცა კომპანიის, ან წილის მიკუთვნების საკითხები სტრასბურგის კომპეტენციაში არ არის.

არხის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ იქნება და “რუსთავი 2”-ის ყველა მხარდამჭერს, ამ დღის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ ვაპირებთ ზეიმს, არავინ რომ არ მოვატყუოთ. რა თქმა უნდა ჩვენ წინასწარ გადაწყვეტილება არ ვიცით, მაგრამ, სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ დარღვევა დადგინდება მინიმუმ მეექვსე მუხლის, ანუ სამართლიანი სასამართლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ავტომატურად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე არის გაუქმებული და ის ვერანაირ იურიდიულ შედეგს ვერ გამოიტანს.

ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელოს დროებითი ღონისძიება და ჩვენს მთავრობას არ მისცეს შესაძლებლობა რომ ერთი, “რუსთავი 2” წაიღოს და მეორე, ჩაიდინოს დანაშაული იმიტომ, რომ ნებისმიერ ვითარებაში დარღვევადადგენილ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება არის დანაშაული, კონსტიტუციის დარღვევა.

მე არ მინდა რომ მთავრობა და იუსტიციის მინისტრი დამნაშავე გახდეს ერთის მხრივ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, ცუდი მიზეზი იქნებოდა ძალიან და მეორესმხრივ, რა თქმა უნდა არ მინდა, რომ “რუსთავი 2″-ს ამის გამო პრობლემები შეექმნეს, მართალია უკანონო, მაგრამ პრობლემები,”-აცხადებს ნიკა გვარამია.

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...