მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,20-21 ივნისის ამბავში ჩვენ ყველა აბსოლუტურად მართალი ვართ''. - გრიგოლ ვაშაძე სასამართლოში...

,,20-21 ივნისის ამბავში ჩვენ ყველა აბსოლუტურად მართალი ვართ”. – გრიგოლ ვაშაძე სასამართლოში მივიდა

Published on

ამ წუთებში   გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფება.

„მოწმის სტატუსი შეიცვალოს ბრალდებულის სტატუსით? დღევანდელ საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია, არავითარი პრობლემა არ მაქვს. წანარად ველოდები, გინდა ბრალდებული ვიყო, გინდა – მოწმე” – ასე უპასუხა მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ 20-21 ივნისის საქმეზე მისი მოწმის სტატუსი ბრალდებულის სტატუსით შეიცვალოს.

,,ყველაფრის მოლოდინი მაქვს იმიტომ, რომ პროკურატურამაც და ე.წ. ხელისუფლებამაც პირველივე წუთიდან განაცხადეს, რომ გამოძიება საქმეს იქით წაიყვანს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და თითქოს ბატონმა გახარიამ და მისმა კოლეგებმა ქვეყანას საშინელი საფრთხე ააცილეს.

20-21 ივნისის ამბავში ჩვენ ყველა აბსოლუტურად მართალი ვართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ისტორიაში წყალგამყოფი გაჩნდა ჩვენი ახალგაზრდების სახით, რომლებმაც ჯანმრთელობა დაკარგეს დ ამათი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ იყო,“ – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...