მთავარისიახლეებისაზოგადოებაფრანგულ-ქართული ურთიერთობები და მიურატების მამული ჭკადუაშში

ფრანგულ-ქართული ურთიერთობები და მიურატების მამული ჭკადუაშში [Video]

Published on

არც-ერთი ევროპული დინასტია არ არის მჭიდროდ დაკავშირებული საქართველოსთან, კერძოდ, სამეგრელოს კუთხესთან, როგორც საფრანგეთის მიურატები. ფრანგულ-ქართული ურთიერთობები დაკავშირებულია სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სახელთან და მის შვილებთან. დიდი წარსულის მქონე სოფელ ჭკადუაშში, დადიანების შთამომავლებმა, ისტორია სურათების სახით გააცოცხლეს და მიწვეულ სტუმრებს დეტალური ინფორმაციები მიაწოდეს იმ სურათებზე, სადაც გამოსახულია „სალომე დადიანის და აშილ მიურატის ქორწილი პარიზში“, „სტუმრები ჭკადუაშში, მარცხნიდან მარჯვნივ მესამე სალომე დადიანი“. სიმბოლურია იმ სურათის ნახვა, სადაც სალომე დადიანი სტუმრებთან ერთად თოფებით ხელში არის გადაღებული და სწორედ ეს სურათი დიდი ფორმატით იმ ადგილს იკავებს , სადაც თავად სურათზე აღნიშნული სცენა იყო გადაღებული. დადიანების შთამომავლები პრინცი ალენ მიურატი და პრინცესა ვერონიკა და მათი ქალიშვილი მატილდა, დიდი სიამაყით წინაპრების ისტორიაზე გვიყვებიან. სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მიურატების ოჯახი აქ დასახლდა და აგრძელებენ წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს. დადიანების სანადირო რეზიდენცია ჭკადუაშში 1735 წელს არის აგებული და ამ ადგილას მეხუთე წელია ალენ მიურატი ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...