მიხეილ სააკაშვილი: ,,რა მაგარი ქვეყანა დავტოვეთ და რას დაამსგავსა – საქართველოს ამ ბინძური ოლიგარქის ხუშტურებზე დასახარჯი დრო არ აქვს”

0
1012

,,რა მაგარი ქვეყანა დავტოვეთ და რას დაამსგავსა. ამასთან საქართველოს სახელმწიფოს დანგრევის პოლიტიკაში მთავარ ხელშემშლელად ასახელებს ნაციონალურ მოძრაობას და ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ ენმ გამოკითხვებში სერიოზულად ლიდერობს. ამავე დროს, ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა გახარიას და ამით პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ.” – ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ Facebook გვერდზე გავცელებულ ვიდეომიმართვაში.

,,მე დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ- ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას დაპუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას, ის შლის ქართულ სახელმწიფოს.

ის, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ თავისი მცირერიცხოვანი დარჩენილი აქტივი გაამხნევოს, იმიტომ, რომ ყველა ხვდება, ივანიშვილის დრო წასულია, ბარდება წარსულს, იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა პოროშენკო უკრაინაში დამარცხდა, ოლიგარქებმა წააგეს სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს ქართველ ხალხს არ ეკადრება.  საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს, ამ ბინძურ ოლიგარქის ხუშტურებზე დასახარჯი დრო არ აქვს.

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ, როგორც არასდროს, გვმართებს გაერთიანება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზადაა და აქვს უნარი ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ! მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება, აქედან გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები, ახალი ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს, ძველი თუ ახლები, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში, იგივე მამუკა ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი უნდა იყოს ბატონ-პატრონი და არა ვინმე ფულის ტომარა, რომელიც თავის ჯიბეზე მოარგებს საქართველოს – აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი

წინა სტატიაივანიშვილის შიშს ფართო თველები აქვს. ის რა თქმა უნდა, ხვდება, რომ მისი ხელისუფლება დასასრულს უახლოვდება
შემდეგი სტატიაფრანგულ-ქართული ურთიერთობები და მიურატების მამული ჭკადუაშში [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური