მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილი: ,,რა მაგარი ქვეყანა დავტოვეთ და რას დაამსგავსა - საქართველოს ამ...

მიხეილ სააკაშვილი: ,,რა მაგარი ქვეყანა დავტოვეთ და რას დაამსგავსა – საქართველოს ამ ბინძური ოლიგარქის ხუშტურებზე დასახარჯი დრო არ აქვს”

Published on

,,რა მაგარი ქვეყანა დავტოვეთ და რას დაამსგავსა. ამასთან საქართველოს სახელმწიფოს დანგრევის პოლიტიკაში მთავარ ხელშემშლელად ასახელებს ნაციონალურ მოძრაობას და ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ ენმ გამოკითხვებში სერიოზულად ლიდერობს. ამავე დროს, ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა გახარიას და ამით პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ.” – ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ Facebook გვერდზე გავცელებულ ვიდეომიმართვაში.

,,მე დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ- ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას დაპუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას, ის შლის ქართულ სახელმწიფოს.

ის, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ თავისი მცირერიცხოვანი დარჩენილი აქტივი გაამხნევოს, იმიტომ, რომ ყველა ხვდება, ივანიშვილის დრო წასულია, ბარდება წარსულს, იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა პოროშენკო უკრაინაში დამარცხდა, ოლიგარქებმა წააგეს სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს ქართველ ხალხს არ ეკადრება.  საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს, ამ ბინძურ ოლიგარქის ხუშტურებზე დასახარჯი დრო არ აქვს.

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ, როგორც არასდროს, გვმართებს გაერთიანება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზადაა და აქვს უნარი ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ! მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება, აქედან გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები, ახალი ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს, ძველი თუ ახლები, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში, იგივე მამუკა ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი უნდა იყოს ბატონ-პატრონი და არა ვინმე ფულის ტომარა, რომელიც თავის ჯიბეზე მოარგებს საქართველოს – აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი

სიახლეები

“ოცნება” ვენის კონვენციის დასკვნის გათვალისწინებას არ აპირებს

"არა, რა თქმა უნდა " - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტის კითხვას...

ტრამპი უკრაინისთვის “გამარჯვების ფონდის” შექმნაზე მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის "გამარჯვების ფონდის" შექმნაზე მუშაობს, რომელიც ჩინეთზე დაწესებული ახალი ტარიფებით...

შსს-მ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი „გზის გადაკეტვისთვის“ 5...

პრემიერო კობახიძევ, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია-ვალტონენი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს (OSCE) მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა ირაკლი კობახიძეს მიმართა. "პრემიერმინისტრო...