მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ლავროვს საქართველოში მოკავშირედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ეგულება'' - ბაჩუკი ქარდავა

,,ლავროვს საქართველოში მოკავშირედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ეგულება” – ბაჩუკი ქარდავა

Published on

“ლავროვის განცხადებიდან ცალსახად ჩანს, რომ დღეს რუსეთის სამიზნე საქართველოში “რუსთავი 2″, პროდასავლური ოპოზიცია და ანტისაოკუპაციო განწყობის მქონე ქართული საზოგადოებაა. ” – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიი თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და კრემლის კავშირზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოში თავის მოკავშირედ სწორედ ივანიშვილის ხელიუფლება ეგულება.

– უბედურება ის არის, რომ ამ განცხადებიდანვე იკვეთება – ლავროვს საქართველოში მოკავშირედ ეგულება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. “ქართული ოცნების” ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოყალიბდა კრემლის მარიონეტ რეჟიმად, რომელიც ყველაფერზე წავა. მას ხომ რუსეთი მხოლოდ ტემპს უწუნებს, თორემ ივანიშვილი “რუსთავი 2”- სა და ოპოზიციას ისედაც სჯის. 

ივანიშვილი მისი დღევანდელი განცხადებით იმას ამბობს, რომ ის ამას აუცილებლად გამოასწორებს და ალბათ დააჩქარებს შეტევას იმ ობიექტებზე, იმ მიმართულებით, რაც ანიშნა კრემლმა ამ შემთხვევაში ლავროვის პირით”- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...