მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ ინოვაციების შექმნისთვის ახალი შესაძლებლობები წარადგინეს

ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ ინოვაციების შექმნისთვის ახალი შესაძლებლობები წარადგინეს

Published on

ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების გენერალურმა დირექტორატმა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ  გაფართოებული ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტური მოდელი (Enhanced European Innovation Council (EIC) pilot) წარადგინეს.

გაფართოებული ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტური მოდელი ხელს უწყობს მკვლევარებს, კომპანიებსა და ინოვატორებს განავითარონ მაღალი რისკის რადიკალური ინოვაციები, რომელთაც  პოტენციალი გააჩნიათ შექმნან ახალი ბაზარი, სამუშო ადგილები და ხელი შეუწყონ ზრდასა და განვითარებას ევროპაში. პროგრამა ევროკომისიამ 2019 წლის მარტში დაიწყო.

2019-2020 წლების სამუშაო პროგრამა ევროპის მასშტაბით 2 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებას გულისხმობს უკვე არსებული ინსტრუმენტებისა და მომავალი  Horizon Europe 2021-2027 პროგრამის  ფარგლებში. ევროპული ინოვაციების საბჭო მიზნების განსახორციელებლად  დაფინანსების ორ ინსტრუმენტს იყენებს: EIC Pathfinder და EIC Accelerator.  EIC Pathfinder დაეხმარება ამბიციურ კოლაბორაციულ კვლევით პროექტებს, რომელთა მიზანია რადიკალური და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. EIC Accelerator კი განკუთვნილია კომპანიებისა და დამწყები ბიზნესებისთვის (ე.წ. start-up), რომლებსაც აქვთ ბიზნეს გეგმით გამყარებული, ბაზარზე გასვლის რადიკალურად ახალი, მაღალი რისკის მატარებელი და ე.წ. non-bankable იდეები.

ღონისძიება გახსნენ ნიკოლოზ ალავიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და კატალინ ჯერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექტორის ხელმძღვანელის მოადგილემ.

„ევროკავშირის დელეგაცია კვლევებსა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ მხარესთან,“ – თქვა გატალინ გერმანმა. „ეს ევროკავშირისა და საქართველოს კოოპერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

 ჟან-დევიდ მალომ, ევროპული ინოვაციების საბჭოს დირექტორმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით წარადგინა  EIC ფარგლებში 2019-2020 წლებისთვის გათვალისწინებული აქტივობების დეტალები, EIC Pathfinder და EIC Accelerator სქემები. ქართველ კოლეგებთან ერთად განხილულ იქნება საქართველოში არსებული ვითარება მცირე და საშუალო საწარმოების კუთხით და EIC როლი ინოვაციური ქართული საწარმოების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებისა და გამოწვევების კუთხით.

საქართველოში ჩატარებული ღონისძიება წარმოადგენს ევროპის მასშტაბით ევროკავშირის წევრ და Horizon 2020 ასოცირებულ ქვეყნებში ჩატარებული შეხვედრების ციკლის ნაწილს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...