მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი: ,,გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. ის რომ გახარია გადადგეს...

ბიძინა ივანიშვილი: ,,გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. ის რომ გახარია გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს”

Published on

ივანიშვილის განცხადებით, 20 ივნისს პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური იყო და გიორგი გახარიამ დაკავებული თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

“ქართული ოცნების” ლიდერის თქმით, მისი გადადგომა დღეს, რაც სურს ნაციონალურ მოძრაობას, ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდნენ. მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში,  ის რომ გახარია გადადგეს, ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს – – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, 20 ივნისის შემდეგ, გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. მისი აზრით, გახარიამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე აღებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულა და უფრო მეტიც “მოძალადეები და მეამბოხეების” უსაფრთხობაც დაიცვა.  ,, მაგარი კაცია გახარია. – აღნიშნა მან

ივანიშვილი ამბობს, რომ ის ევროპისა და აშშ-ს პოზიციას იცნობს და იცის, რომ მათ 20 ივნისის ღამეს გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. 

“არც ვაშინგტონიდან არც ევროპიდან ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ აღეძვრის ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული. ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო ამ შემთხვევაში დადგებოდა შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის არც ევროპიდან, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია, შევხვდი ელჩებს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა არავის არ აღეძვრის. შესაბამისად  შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ აქვთ.

“შს სამინისტროდან რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული ამაზე მიდის გამოძიება. ერთი პოლიციელი ბრალდებულია, დანარჩენს დაველოდებით, გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი. გახარია რომ გადამდგარიყო ეს ბიჭები ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები ვინც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ რომ პარლამენტში შესულიყვნენ, რა უნდოდათ პარლამენტში,ძალით რომ შედიოდნენ  კითხვები დაუსვით, თუ არა გადატრიალება? რა თქმა უნდა, ეს სურდათ.

“ის რომ გახარია გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს. ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. მაგრამ  მან მოახერხა დაიცვა მოძალადეები, დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, დაიცვა  თქვენი მეპატრონეები, “რუსთავი 2,” მოახერხა, რომ ახალი უბედურება არ მისცა ქვეყანას
გახარიამ და შს სამინისტრომ მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მეამბოხეებისგან, მოძალადეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ის რომ უბედურება არ მოხდა,”-ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...