მთავარისიახლეებისაზოგადოებარივიერას ტერიტორიაზე ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა

რივიერას ტერიტორიაზე ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა

Published on

ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც „ბათუმის რივიერის“ სახელითაა ცნობილი, ახალი განაშენიანება იგეგმება.

საზოგადოება “ბათუმის” წარმომადგენლებმა ბათუმის საკრებულოს განცხადებით მიმართეს, რომ ბათუმის რივიერაზე 6 ცათამბჯენების მშენებლობა სანაპიროზე ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონს. საზოგადოება “ბათომის” შეფასებით, ტერიტორია უნდა შედიოდეს ისტორიული დაცვის სპეციალურ ზონაში და ამ ზონაში აღნიშნული მშენებლობა დაუშვებელია.

,,ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია, ისტორიული ბათუმის ნაწილია, ერთადერთი დარჩენილი სივრცეა, რითაც ქალაქი ზღვას უკავშირდება. მოვუწოდებთ ქალაქის თვითმმართველობას – დაიცვას ჩვენი ქალაქის იტორიული კულტურული ღირებულება და ნუ უგულებელყოფს მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას.

გაითვალისწინოს მეცნიერების აზრი და რივიერა დააბრუნოს ისტორიული დაცვის ზონაში, ეს ზონა რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს და მხოლოდ ამის შემდეგ ქალაქგანვითარების ცივილური წესებისა და ისტორიულ-კულტურული ღირებულებების დაცვით განიხილოს ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი!“ – ნათქვამია მიმართვაში.

საკითხის განხილვას ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირეება მოყვა. “ქართული ოცნების” წევრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ეკონომიკურად მომგებიანი პროექტია და მოქალაქეები დასაქმდებიან. მათივე თქმით, ერთ მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.

აღნიშნულს რეპლიკებით კვლავ საზოგადოება “ბათომის” წევრები გამოეხმაურნენ, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა და უმრავლესობის წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...