მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტი ოპოზიციის 300 ათასი ხელმოწერის ნამდვილობას განიხილავს

პარლამენტი ოპოზიციის 300 ათასი ხელმოწერის ნამდვილობას განიხილავს

Published on

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, დღეს 20 ოპოზიციური პარტიის მიერ შეგროვებული 300 ათასი ხელმოწერის ნამდვილობაზე იმსჯელებს. ხელმოწერები ოპოზიციამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით შეაგროვა. კომიტეტის შემდეგ, საკითხს ბიუროზე დაარეგისტრირებენ და საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ხელმოწერების შეგროვება ოპოზიციამ ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, ვიდრე ხელისუფლება საპროტესტო აქციების შედეგად პროპორციული წესით 2020 წელს არჩევნების ჩატარებას დათანხმდებოდა.

„300 ათასი ხელმოწერა, რომელიც წარადგინა კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც ამ დღეებში გაისმის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, ფაქტობრივად, გახდა გადამწყვეტი, რომ ხელისუფლება წავიდა დათმობებზე. იძულებული გახდა გადავიდეს იმ სამართლიან სისტემაზე, რომელიც არის პროპორციული საარჩევნო სისტემა.

ახლა უკვე პროცედურულად, რაც შეეხება ჩვენ მიერ ინიცირებულ და ხელისუფლების იერ ინიცირებულ ვარიანტს. თავშივე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება უკან გაიტანოს ის დაპირება, რაც ივანიშვილის მხრიდან იქნა გაჟღერებული პროპორციულ სისტემაზე გადასვლა“, – განაცხადა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ კონსესუს განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად აფასებენ „ახალი მემარჯვენეებიც“.

ოპოზიციისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პრინციპული მნიშვნელობის საკითხია. საარჩევნო ბლოკების არსებობა კი კვლავ მსჯელობის საგნად რჩება. აუცილებლობის შემთხვევაში ოპოზიცია მზად არის ბლოკების საკითხი დათმოს.

„პროპორციული სისტემით ჩატარდეს 2020-ის არჩევნები, ერთი და მეორე, ამ არჩევნებისთვის იყოს მაქსიმალურად მაღალი კონსენსუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამის საშუალება აქვს ხელისუფლებას, ამის შანსი აქვს ხელისუფლებას, ამიტომ მტრული ჭოგრიტით არ უნდა ვუყუროთ მოვლენებს, არამედ იმ ხედვით, რომ ჩვენ შეგვიძლია 2020- ისთვის ლამის აბსოლუტური კონსენსუსით ჩავატაროთ არჩევნები, დანარჩენს შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.

საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლად 2 მსგავსი ინიციატივაა წარმოდგენილი.  ორივე საჭიროებს საყოველთაო სახალხო განხილვას და საბოლოო გადაწყვეტილება უკვე კონსტიტუციაში იქნება ასახული.

„სამართლებრივი თვალსაზრისით გვაქვს ორი ინიციატივა. ერთი, რომლის ინიცირებაც მოახდინა საპარლამენტო უმრავლესობამ და მეორე, თუ დღეს დადასტურდა 200 ათასი ხელმოწერის ნამდვილობა, ეს მეორე ინიციატივა, რომელიც ეკუთვნის ოპოზიციურ ჯგუფს. თუმცა, არსობრივად ეს ორივე ინიციატივა გულისხმობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ამიტომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა დღეს დადასტურდება თუ არა 200 ათასი ხელმოწერის ნამდვილობა. ჩვენ ყველა შემთხვევაში ამ ცვლილებას განვახორციელებთ. ანუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...