მთავარისიახლეებისაზოგადოებამშენებლობაზე დაღუპული მუშა 16 წლის მოზარდია

მშენებლობაზე დაღუპული მუშა 16 წლის მოზარდია

Published on

16 წლის გიორგი ბესკენაძე სამშენებლო ობიექტზე, სადაც თავად მუშაობდა, ლიფტის შახტში ჩავარდა. სამშენებლო ლიფტის დემონტაჟის დროს ბაგირი გაწყდა, რასაც ტრაგედია მოჰყვა.

უბედური შემთხვევა დოლაბაურის ქუჩაზე მოხდა. მშენებლობაზე ლიფტის დემონტაჟის სამუშაოებს ინდური კომპანია ასრულდება.

ობიექტის შემოწმებისას გაირკვა, რომ სამშენებლო კომპანიას უსაფრთხოების მინიმალური ნორმებიც კი არ ჰქონდა დაცული. მუშები ისე მუშაობდნენ, რომ მათთვის სპეციალური ეკიპირებაც კი არავის მიუცია.

წინასწარი მოკვლევით დგინდება ისიც,  რომ ოფიციალური დოკუმენტები კომპანიაში მოზარდის დასაქმების შესახებ არ არსებობს. სავარაუდოა, რომ მშენებლებმა ობიექტზე არასრულწლოვანი სიტყვიერი გარიგებით დაასაქმეს და სახიფათო საქმე ჩააბარეს.

მეთერთმეტე კლასელი ბიჭი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხოვრობდა. მოზარდი რამდენიმე დღის წინ მეზობელმა მშენებლობაზე სამუშაოდ წამოიყვანა. ოჯახის გაჭირვების გამო მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ გიორგი მძიმე ფიზიკურ შრომაზეც თანახმა იყო.

მთელი საქართველოს მასშტაბით 33 ათასი სამშენებლო ობიექტია, რომლიდანაც მხოლოდ 400-ია შემოწმებული. აქედან 70 თბილისში, დედაქალაქის მასშტაბით შემოწმებული ობიექტებიდან 60 მშენებლობის უფლება შეუჩერდა.

ოფიციალური მონაცემებით 33000 სამშენებლო ობიექტს 40 ინსპექტორი ამოწმებს, რაც ყველა სტანდარტთან შედარებით უკიდურესად დაბალია. სამოქალქო სექტორის ყველა უბედურ შემთხვევაზე, რომლის შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით გამოვლინდა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...