მაშველებმა ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

0
709

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი. ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3200 მეტრზე მყოფი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფის მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით.

მაშველების დახმარების შედეგად ორივე მოქალაქე ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება” – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

წინა სტატიაროგორ გამოვიდეს ქვეყანა მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან? – გიორგი ვაშაძემ 5 პუნქტიანი გეგმა წარადგინა
შემდეგი სტატიაფოთის ,,კოლხეთმა” დავალიანება დათქმულ დროს ვერ გადაიხადა და დიდი ალბათობით, 6 ქულა მოაკლდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური