მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებას ცუდად აქვს საქმე სტრასბურგში - რას ნიშნავს ახალი სარჩელი ნიკა გვარამიას...

ხელისუფლებას ცუდად აქვს საქმე სტრასბურგში – რას ნიშნავს ახალი სარჩელი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ?

Published on

ხელისუფლებამ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის შემდეგ პერსონალური შეტევა უკვე არხის გენერალურ დირექტორზე დაიწყო.

9 პროცენტიანი წილის მფლობელის სახელით სარჩელი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, დღეს დილით პროკურატურაში შევიდა. აქციონერის ადვოკატი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დასკვნებს ეყრდნობა და ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიამ არხი დააზარალა. ნიჟარაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას,  “რუსთავი 2”-ისგან კი ფულს ითხოვს.

როგორც გიორგი ყავლაშვილი ამბობს, ნიკა გვარამიამ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, დააზიანა სამაუწყებლო კომპანიის ინტერესები.

,,ეს მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია – ასე ხსნიან სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტები სარჩელს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე დაიწერა – როგორც ჩანს ხელისუფლებამ იცის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ახლა ნინო ნიჟარაძესა და მის ადვოკატს იყენებენ, რომლებსაც სავარაუდოდ, პირადი დაინტერესებაც აქვთ.

“რუსთავი2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, არგუმენტები, რომელიც ნინო ნიჟარაძის ადვოკატს აქვს საფუძველს მოკლებულია.

„ ორი დღით ადრე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ასეთი უსაფუძვლო არგუმენტებით პროკურატურაში შეტანა, როცა კვლევა არ დაუსრულებიათ, რომ აუდიტორულ კომპანიას გადასცენ ეს საკითხი, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ცუდად აქვს საქმე სტრასბურგში,“-ამბობს თამთა მურადაშვილი. გამოიკვეთა, ის რომ თითქოს ვითომ აუდიტორიული კომპანიისთვის უნდოდათ გადაეცათ და დიდ ოთხეულს შეესწავლა,სად არის დიდი ოთხეული? ჯერ კითხვების ფორმულირებაც კი არ მოუფიქრებიათ მათ, რომ ავირჩიოთ აუდიტორული კომპანია, რომელიც შეაფასებს ამ კომპანიის საქმიანობას,  მაგრამ დაასწრეს მოვლენებს, დაასწრეს იმიტომ რომ ისინი არიან ხელისუფლება და ხელისუფლებას ორი დღით ადრე სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ძალიან ეშინია. ერთის მხრივ ეს არის კარგი ფაქტი, ნინო ნიჟარაძემ და მისმა ადვოკატმა მოახდინეს სრული ლუსტრირება, ჩვენი ზედმეტი კომენტარის გარეშე.  

მათ თავად თქვეს ვის წარმოადგენენ ისინი, აქამდე ჩვენ ადვოკატზე არ ვამბობდით არაფერს იმიტომ რომ მას კლიენტი ჰყავს ნიჟარაძე და მის ინტერესებს წარმოადგენს,  მაგრამ დღეს ეს არის ცალსახა ლუსტრაცია – აცხადებს რუსთავი 2 -ის იურისტი

.

სიახლეები

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...