ხელისუფლება დაგვცინის? საარსებო მინიმუმი შემცირდა – შესაძლებელია თუ არა ხუთსულიანი ოჯახის რჩენა 374.8 ლარად?

0
444

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2019 წლის ივნისისთვის შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი მაისთან შედარებით 2 ლარით შემცირებულია და 188.1 ლარს შეადგენს.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2.9 ლარით შემცირდა და ივნისისთვის 266.5 ლარია, სამსულიანის კი 3.3 ლარით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით და 299.8 ლარს შეადგენს.

შემცირდა ოთხსულიანი და ხუთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმიც, შესაბამისად 3.7 და 4.1 ლარით. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 333.1 ლარია, ხუთსულიანისთვის კი 374.8 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

“2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.”

წინა სტატიაბირთვული შეთანხმება – ვაშინგტონსა და თეირანს ესკალაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატია,,ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური