20 ივნისის სისხლიანი ღამე – ენმ დროებითი საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

0
788

20 ივნისის სისხლიანი ღამე – ენმ დროებითი საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.  საკითხს ოპოზიცია უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე დაარეგისტრირებს. შექმნილი ვითარების ფონზე დეპუტატებს არც ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ და მით უმეტეს არ სჯერათ, რომ პროკურატურა გიორგი გახარიას დაკითხავს.

ამიტომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია, საქმის შესწავლა საპარალამენტო ფორმატით მოხდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ყოველთვის, დაელოდეთ გამოძიებას არის ხელისუფლების დანაშაულზე ხელის დაფარების მეთოდი. ველოდებით გამოძიებას ამდენი წელია აფგანმუხთარლის გატაცებაზე, მაგრამ როდემდე უნდა ველოდოთ, ან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ან სხვა დანაშაულების, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს დანაშაული არ იქნება გამოძიებული. როგორც სამჯერ სამი არის ცხრა, ისე წავა გახარია,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

შს მინისტრს ტყუილში ადანაშაულებს „ევროპული საქართველო“. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გიორგი გახარია მინისტრი უკვე დიდი ხანია აღარ არის, ის არის პოლიტიკურად გაკოტრებული.

წინა სტატიადავით გარეჯში ვითარება დაიძაბა
შემდეგი სტატიაპორტუგალიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური