მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?"- სალომე სამადაშვილის სტატია „ვაშინგტონ...

,,ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?”- სალომე სამადაშვილის სტატია „ვაშინგტონ პოსტში“

Published on

„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?”- წერილს ამ სათაურით ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი „ვაშინგტონ პოსტში“ აქვეყნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იხსენებს 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და წერს, რომ საქართველოს დასავლური მომავლისთვის ფუნდამენტური პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე გავრილოვი ან გახარია.

სამადაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის მართვის სისტემას იმეორებს, მაგრამ ამის შედეგი რუსეთზე ასჯერ უფრო პატარა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებას ჰგავს.

“თუ ივანიშვილი წარმატებას მიაღწევს დემოკრატიის განადგურებაში, ეს იქნება პუტინის გამარჯვება და საქართველოს ტრაგედია. უფრო მეტიც, ეს იქნება დანაკარგი რეგიონში ამერიკული და ევროპული ინტერესებისთვის. ქართველი ხალხი ისევ და ისევ ირჩევს დასავლეთს, ახლა დასავლეთმა უნდა აირჩიოს საქართველო. დროა, ივანიშვილს შეახსენონ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, მასთან ერთად ან მის გარეშე,”- წერია სტატიაში.

სამადაშვილი ასევე წერს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ნათელი მესიჯი უნდა გააგზავნონ, რომ ივანიშვილმა პირობა შეასრულოს და ჩაატაროს სრულად პროპორციული არჩევნები, შეწყვიტოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკა და საჯაროდ აღიაროს, რომ მზადაა, დათმოს ძალაუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით, როგორც ეს 2013 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

“არსებობს ორი შესაძლო შედეგი: პუტინის არალიბერალიზმის მორიგი გამარჯვება ან შანსი, დაუმტკიცოს, რომ ის არასწორია.” – წერია სალომე სამადაშვილის სტატიაში.

სიახლეები

ყაჩაღობა მარტვილში – წაიღეს დიდი ოდენობით თანხა

ყაჩაღობა მარტვილში - ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხა...

რუსული შეტევა ოდესაზე: 13 დაშავებულიდან ორი ბავშვია

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესაზე დრონების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი...

უკრაინაში დაცემული ორი მებრძოლიდან ერთს ზუგდიდში, ხუთშაბათს დაკრძალავენ

საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს უკრაინაში სხვადასხვა დროს გმირულად დაცემული დათო ღოღაძისა და ბაჩო ბებიას ცხედრები. ბაჩოს...

ზუგდიდში “ალარნაშ დღა/თანადგომის დღე” გაიმართა

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ სლოგანით ზუგდიდში, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია და მსვლელობა...