მთავარისიახლეებისაზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

Published on

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის (X) ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა.

სიახლეები

ყაჩაღობა მარტვილში – წაიღეს დიდი ოდენობით თანხა

ყაჩაღობა მარტვილში - ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხა...

რუსული შეტევა ოდესაზე: 13 დაშავებულიდან ორი ბავშვია

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესაზე დრონების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი...

უკრაინაში დაცემული ორი მებრძოლიდან ერთს ზუგდიდში, ხუთშაბათს დაკრძალავენ

საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს უკრაინაში სხვადასხვა დროს გმირულად დაცემული დათო ღოღაძისა და ბაჩო ბებიას ცხედრები. ბაჩოს...

ზუგდიდში “ალარნაშ დღა/თანადგომის დღე” გაიმართა

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ სლოგანით ზუგდიდში, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია და მსვლელობა...