კიევში, ტელეკომპანია „112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს

0
607

კიევში, ტელეკომპანია „112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია დამნაშავეების დადადგენად და დასაკავებლად. მომხდარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.

ცნობილი უკრაინელი ბლოგერი ანტონ ჰოდზა მიიჩნევს, რომ ეს იყო პროვოკაცია დღეს ამ ტელეკომპანიის წინ დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ. აქტივისტები ამ ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული ფილმის, კერძოდ, ოლივერ სტოუნის ფილმის „Revealing Ukraine“ („აღმოვაჩინოთ უკრაინა“) ჩვენებას აპროტესტებენ. ამ ფილმში მოვლენების მთავარი კომენტატორია ვიქტორ მედვედჩუკი – პუტინის ნათლიმამა და ღიად პრორუსული პოზიციის მქონეთაგან უკრაინის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.

აღნიშნულ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

წინა სტატიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
შემდეგი სტატიაპარლამენტთან აქციაზე გახარიას 12 ტყუილის ვიდეორგოლი უჩვენეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური