მთავარისიახლეებიპოლიტიკადიპლომატიური სკანდალი და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობა

დიპლომატიური სკანდალი და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობა

Published on

„არ დაადასტურებს იმიტომ, რომ ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს“ – ასე გამოეხმაურა გია ვოლსკიმ ელჩების განცხადებებს, რომლებმაც არ დაადასტურეს, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს პარლამენტიდან გიორგი გახარიასთან ერთად აკვირდებოდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ დიპლომატები ამ თემაზე არ ისაუბრებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ელჩები უარყოფენ, გია ვოლსკის ეჭვი არ ეპარება, რომ გიორგი გახარიამ სიმართლე თქვა. მისივე თქმით, შს მინისტრი თუ ჩათვლის საჭიროდ ის თავად დაასახელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვინაობას. თავად ვოლსკი აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს პირადად მას გერმანიის ელჩის გარდა პარლამენტში არავინ შეხვედრია.

„რახან გახარიამ დაასახელა, ვიცე-პრემიერმა თუ საჭიროდ თვლის თქვას კიდევაც. მე პირველ სართულზე ვიყავი. ესენი პოლიციის რაღაც გარკვეული ჯგუფი მესამე სართულზე იყო და ჩემი ოთახიდან ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი. ელჩებთან ასეთი პირდაპირი კონტაქტი არ მქონია. მაგრამ საელჩოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ იქ. გერმანიის ელჩი კადრებში მეც ვნახე და პირისპირაც ველაპარაკე,“-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა,  რომ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად ელჩები იმყოფებოდნენ, რომლებიც დარბევის პროცესს აკვირდებოდნენ, რაც გერმანიის ყველა ელჩის გარდა ყველა სხვა ქვეყნის ელჩმა უარყო

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა - არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში...

„სარფის“ საბაჟოზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით...

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...