მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ამას მივიყვანთ ბოლომდე"- გახარია გადატრიალების გეგმაზე

“ამას მივიყვანთ ბოლომდე”- გახარია გადატრიალების გეგმაზე

Published on

“შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე, გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე“ – ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

აქციის დარბევაზე და მიზეზებზე გიორგი გახარიამ, ტვ „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პერიმეტრს იცავდა ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა პირველი ფლანგის გარღვევა. ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდეგ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია  წინ უკვე ფარებით,”- განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალება წლების განმავლობაში იგეგმებოდა. მინისტრმა 20 ივნისის ღამეზე საუბრისას ე.წ. საბურავების საქმეც გაიხსენა და განაცხდა, რომ თუ ყველაფერი დადასტურდება, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.

გახარიამ არც ის გამორიცხა, რომ მტკიცებულებების შემთხვევაში პოლიტიკოსებიც დააკავონ.

„ახლა რომ მომიყვანეთ მაგალითი საბურავების, თქვენ გგონიათ, რომ მე ან ვინმე ბოლომდე არ მიიყვანს? ძაან ცდებით. პირადად გპირდებით. ეს ის შემთხვევაა, თუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურდება, რა თქმა უნდა ამას მივიყვანთ ბოლომდე და არავის ამაში ეჭვი არ შეეპაროს,“-ამბობს გახარია.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...