მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილობრივებს "სამოქალაქო ბიუჯეტის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

ადგილობრივებს “სამოქალაქო ბიუჯეტის” შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს [Video]

Published on

2020 წლიდან ზუგდიდში მოქალაქეებს საკუთარი უბნის კეთილმოწყობისთვის პრიორიტეტების დაგეგმვა და ბიუჯეტის განკარგვა შეეძლებათ. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ამისთვის ბიუჯეტში მილიონი ლარი გამოყო. სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას დღეს თვითმმართველობამ ბულვარში მიაწოდა, სადაც განთავსდა სტენდები, დარიგდა ფლაერები. „დავიწყეთ აქტიური კამპანია სამოქალაქო ბიუჯეტის, 2020 წლიდან ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ, თავიანთი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგეგმონ საკუთარი უბნის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტი 200 000 ათასი ლარის ფარგლებში“- განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

 ადგილობრივები იმედს გამოთქვამენ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტი იქნება პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე მორგებული და ისინი აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მის დაგეგმვაში.

„ძალიან მინდა გაკეთდეს ბავშვების გასართობი ცენტრები და ასევე დასუფთავდეს ქუჩები, მაგალითად კსტავას ქუჩა“- განაცხადა მოქალაქე  მზია ჯანჯალიამ.

პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, ზონისთვის გამოყოფილი თანხის გახარჯვა მოხდება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...