მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს

Published on

ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს.აქციას სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები მართავენ და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.კონფერენციის მაღალი დონის მონაწილეთა შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, სლოვაკეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოკოლ დედია, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი შესტაკოვი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი აუდუნ ჰალვორსენი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერი კლაუდია როტი, რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტი ფლორინ იორდაჩე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კერსტინ ლუნდგრენი.

საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირებით.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სესიების მოდერატორები მედიის ცნობილი წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან.

კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.

სიახლეები

“მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია” – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას "შანტაჟად" აფასებს. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ...

რუსეთის შეტევა კიევზე – 2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტიმურ ტკაჩენკო...

საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

19 წლის სინდისის პატიმარს, საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს....

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...