მთავარისიახლეებიეკონომიკა,,ლიბერთი ბანკი” მომხმარებლებს ონლაინ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

,,ლიბერთი ბანკი” მომხმარებლებს ონლაინ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

Published on

ლიბერთი ბანკი” მომხმარებლებს ონლაინ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, გახშირდა ე. წ “ფიშინგის” შემთხვევები, კერძოდ მომხმარებლები ამბობენ, რომ მათი საბანკო ანგარიშებიდან თანხა სათამაშო ბიზნეს-ოპერატორების ანგარიშზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაირიცხა. ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ, საჩივარი პოლიციაში შეეტანათ. აღნიშნულზე განცხადებები “თიბისი ბანკმა” და “საქართველოს ბანკმაც” გაავრცელეს, რომლითაც მომხმარბლებს მოუწოდეს, რომ საეჭვო ვებ-გვერდებზე არ შეიყვანონ პირადი ინფორმაცია.

“გაცნობებთ, რომ გახშირდა ე.წ „ფიშინგი”-ს შემთხვევები, რა დროსაც თაღლითური ვებ-გვერდები ცდილობენ თქვენი პირადი/საბანკო ინფორმაციის მოპოვებას. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინტერნეტ ბანკისა და საბანკო ბარათების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს:,- ნათქვამია “ლიბერთი ბანკის” განცხადებაში.

– თუ ბარათით გირჩევნიათ გადახდა, ყოველთვის მოითხოვეთ მოგიტანონ ტერმინალი. ნუ გაატანთ ბარათს სხვა ადამიანს. ბარათის უკან დატანილია ე.წ. CVV კოდი (სამნიშნა რიცხვი). ბარათის ნომრით, მფლობელის სახელით, ბარათის ვადით და ამ კოდის საშუალებით შეიძლება ინტერნეტში ფინანსური გადარიცხვების განხორციელება (ყველა ეს ინფორმაცია წერია თავად ბარათზე!) 
 – გახსოვდეთ, რომ ბარათის PIN კოდი არის პაროლი. არ ამოიწეროთ პაროლი და არ დააწეროთ ის ბარათზე. – ყურადღებით იყავით ბანკომატიდან თანხის გამოტანისას, დარწმუნდით რომ არავინ გიყურებთ როგორ შეგყავთ პინ კოდი. თუ ბანკომატზე შენიშნეთ რაიმე საეჭვო, მაშინვე დაუკავშირდით ბანკს. – თუ დაკარგავთ ბარათს, მაშინვე დაუკავშირდით ბანკს და მოითხოვეთ ბარათის დაბლოკვა – თუ განხორციელდება საეჭვო ტრანზაქცია თქვენი ბარათიდან, მაშინვე დაუკავშირდით ბანკს და მოითხოვეთ ბარათის დაბლოკვა – არასოდეს შეიყვანოთ ბარათის ინფორმაცია ისეთ კომპიუტერებზე, რომლებიც სხვა ადამიანებისთვისაც არის ხელმისაწვდომი (ინტერნეტ კაფეებში, ბიბლიოთეკებში და ა.შ.). ფინანსური ოპერაციებისა და ინტერნეტ ბანკში შესასვლელად მხოლოდ თქვენი პირადი მოწყობილობები გამოიყენეთ. – ასეთია ლიბერთი ბანკის რეკომენდაციები

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...