მთავარისიახლეებიპოლიტიკავლადიმერ პუტინი საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს და ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხისადმი პატივისცემით...

ვლადიმერ პუტინი საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს და ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხისადმი პატივისცემით ხსნის

Published on

ვლადიმერ პუტინი საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს და ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხისადმი პატივისცემით ხსნის. 2-დღიანი აჟიოტაჟი მოსკოვსა და თბილისში პუტინმა ორ კითხვაზე პასუხით და შორს გათვლილი სტრატეგიული პიარსვლით დაასრულა. რუსეთის პრეზიდენტი კმაყოფილია საზოგადოების იმ ნაწილის რეაქციით, რომელიც მისმა გინებამ აღაშფოთა.

პირველი შედეგი, რომელიც პუტინმა პიარსვლით გათვალა, რამდენიმე წუთში მიიღო. მის ვიდეოკომენტარს ხოტბა რუსეთის მოქალაქეებისგან მოჰყვა. პირველმა პუტინს საქციელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწონა. ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა შანსი არ გაუშვა, არ გაეკრიტიკებინა ყველა, ვინც დღეს საქართველოში რუსეთს უპირისპირდება.

416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – სხდომაზე რუსეთის სათათბირომ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას. თუმცა რუსი პოლიტიკოსები სანქციების თემას გასცდნენ. ისინი „რუსთავი 2“-ის ყიდვის და მისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივითაც გამოვიდნენ.

საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსკოვში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესზე დაკვირვების შემდეგ თქვეს, რომ პუტინმა სპექტაკლი გაითამაშა და შექმნილი ვითარება, სათავისოდ, უფრო ადეკვატურად შეაფასა, ვიდრე საქართველოს პირველმა პირებმა. მათი აზრით, ამ ჟესტით კი ხელისუფლების და საზოგადოების შანტაჟი განაგრძო.

პუტინის გულშემატკივრობა არც მმართველ გუნდში დაიჯერეს, მაგრამ თითის გაშვერა გიორგი გაბუნიასკენ ისევ არ დავიწყებიათ.

სიახლეები

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...