მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის 20 დღე რუსთაველზე

ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის 20 დღე რუსთაველზე

Published on

ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის 20 დღე – რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში კვლავ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ლევან ვასაძის დაჯგუფებამ დაიკავა და რუსთაველზე ორი აქცია გაიმართა, დღეს ახალგაზრდების შეკრება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, ანტისაოკუპაციოაქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა მათი მთავარი ლოკაცია დაიბრუნეს და პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები.

ახალგაზრდობა, თითქმის, სამი კვირაა, გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს. აქციაზე გამომსვლელებმა გუშინ განვითარებული მოვლენები შეაჯამეს და მათი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ წააგო, ანგარიში ამ ეტაპზე არის 19:0 და დღეს, დღევანდელი მეოცე დღის ბოლოს, ყველა ერთად გამოვაცხადებთ, რომ ანგარიში გახდება საიუბილეო 20:0,“ – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, სახელი უკვე გაფუჭებული აქვს. 

„20-ში რაც მოხდა, ამან გამოაცალა გახარიას უფლება მორალური, იყოს ყველას შინაგან საქმეთა მინისტრი, ანუ რაღაცნაირად, პასუხისმგებლობა აიღოს ყველა მის მოქალაქეზე. ეს არის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი, რაც ყოველთვის უნდა ვიცოდეთ ხოლმე, თუ რატომ არ უნდა იყოს ეს კაცი ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი. მომავალში, რაც არ უნდა მოხდეს, ამ ადამიანს, როგორც თანამდებობის პირს, გაფუჭებული აქვს სახელი, ის ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციას,“ – განაცხადა ლევან ღამბაშიძემ.

გუშინ განვითარებული პროცესები გაიხსენა აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.

„ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის საზღვარივით იყო ის ყვითელი ავტობუსები, მაგრამ იმ ავტობუსებამდე მოსვლაც ხომ საჭირო იყო და თქვენ რომ არ მოსულიყავით, თითოეული თქვენგანი, არ იქნებოდა ის კრიტიკული მასა,“ – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...