მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია უნდა მოშორდნენ რუსთავი 2-ს"- აქციის მონაწილე ზუგდიდიდან...

“ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია უნდა მოშორდნენ რუსთავი 2-ს”- აქციის მონაწილე ზუგდიდიდან [Video]

Published on

“ეს არის ჩვენი სირცხვილი, ეს არის ერის სირცხვილი, ნიკარაგუას დონეზე დაგვიყვანა ამ კაცმა თავისი სიბინძურით”- განაცხადა ზუგდიდში აქციის ერთ-ერთმა მონაწილე რამინ საჯაიამ. მისი თქმით, ის არის პედაგოგი და მსგავსი სიტყვებით ეთერიდან ჟურნალისტის მიმართვა არის მიუღებელი.

“უნდა ჩამოშორდნენ გვარამია და გაბუნია რუსთავი 2-ს, დაღუპეს ქვეყანა”- განაცხადა საჯაიამ, რომელიც აფხაზეთის განათლების სამინისტროს თანამშრომელია.

აქცია ზუგდიდში გუშინ დაიგეგმა, აქციის მომაწილეებმა თბილისში მიმდინარე აქციის კონტრაქცია გამართეს და ითხოვენ შეწყდეს ანტისაოკუპაციო აქცია რუსთაველზე, ასევე ეწინააღმდეგებიან ლგბტ აქციას და ითხოვენ არ გადადგეს შსს მინისტრი.

აქციას მერიის ააიპ-ის თანამშრომლები, საზოგადოება “ზუგდიდელი”, “აფხაზეთის”, წევრები, ყოფილი მეომრები და ზვიად გამსახურდიას მომხრეები ესწრებოდნენ

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....