მთავარისიახლეებისაზოგადოება"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ იმყოფებიან

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ იმყოფებიან

Published on

“თბილისი პრაიდის” კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იმყოფებიან და ამჯერად უკვე ანტისაოკუპაციო აქციას აპროტესტებენ. კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, რომლებიც რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ უკვე ორ კვირაზე მეტია, პროვოკატორებად მოიხსენიებენ.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ და პარლამენტის წინ განთავსებული საპროტესტო ბანერების აღებისკენმოუწოდებენ. მათი თქმით, თბილისი ყველა მოქალაქის ქალაქია და ისინი რამდენიმე დღეა, რუსთაველზე თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან.

სასულიერო პირები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების მოწყობაში ოპოზიციას, კონკრეტულად კი, “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” ადანაშაულებენ. მათივე თქმით, ლგბტ თემის მიერ დაანონსებული პრაიდი და გავრილოვის შემოსვლის გამო დაწყებული აქციები ოპოზიციის წამოწყებულია და მათ ხელს ამერიკის საელჩოც უწყობს.

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობას სასულიერო პირები წაუძღვნენ. მათი თქმით, პარლამენტთან მშვიდობის პარაკლისი უნდა გადაიხადონ.

სიახლეები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა...

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...