მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის მტრობად შეაფასა

ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის მტრობად შეაფასა

Published on

საკუთარი ქვეყნის მტრობა და დესტაბილიზაციის მცდელობა – ასე აფასებენ ხელისუფლების პირველი პირები გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

„რაც დღეს ვიხილეთ “რუსთავი 2″-ის ეთერში, მეტი არაფერია, თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი გამოხატულება და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. ეს სრულიად მიუღებელია!”, – წერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერზე“.

“პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა – მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა.

ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!” – ეს უკვე პრეზიდენტის სიტყვებია.

საკუთარი ქვეყნის მიმართ პროვოკაციაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარეც – „რაც დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს” – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის ფეისბუქის გვერდზე.”

საკუთარი ქვეყნის მტრობასა და დასჯის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს კახი კალაძეც.

“დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!” – წერს თბილისის მერი.

პროვოკაციად აფასებს მომხდარს ვიცე-პრემიერი და რეგიონალური განვითარების მინისტრი. ამის მიზნად კი მაია ცქიტიშვილი საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ვითარების გამწვავებას ასახელებს.

სიახლეები

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...

მან თქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან ჩვენზე ბევრი ნეგატივი დახვდათ – ყაველაშვილი რუბიოზე

"ქართული ოცნებისა" და პირადად ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იტალიაში საქმიანი საუბარი...

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...