მთავარისიახლეებისაზოგადოება"ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები" - კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაბუნიას განცხადებაზე

“ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები” – კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაბუნიას განცხადებაზე

Published on

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის-2”-ის გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს უცენზუროდ მოიხსენიებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმაურება.

კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაბუნიას მონოლოგს, სადაც მან ვლადიმერ პუტინს აგინა, საერთო არ აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

მარეგუილირებელი კომისიის შეფასებით, გაბუნიას მონოლოგი ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი იყო. 

„მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2” ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება სცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას.

იმ ფონზე, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარია, მიუღებელი და დაუშვებელია, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს მსგავსი ტიპის უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება. კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ “რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ფაქტს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა...

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...